ნასერ ალ ხელაიფი, პარი სენ ჟერმენი, ლუიშ კამპოსი
Aa
Aa

მესი უნდა შეინარჩუნონ - ზეწოლა ალ ხელაიფზე და ლუის კამპოსზე

ლეო მესის მომავალი ბურუსით არის მოცემული. ფრანგული მედიის მიხედვით, კონტრაქტის გახანგრძლივება არც კლუბს სურს და არც თავად ფეხბურთელს, მაგრამ დღეს სულ სხვა ინფორმაცია გავრცელდა.

MundoDeportivo-ს ცნობით, ნასერ ალ ხელაიფმა და ლუის კამპოსმა „პარი სენ ჟერმენის“ მფლობელებისგან მკაფიო შეტყობინება მიიღეს. მათი სურვილი ლეოს გუნდში დარჩენაა და ამისთვის აღნიშნულმა პიროვნებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავის თამაშით გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან. ლეოს ფრანგული გრანდის ყოფილი ფეხბურთელებიც აკრიტიკებენ.

მაგალითად, ჯერომ როტენმა განაცხადა, რომ მესის გულშემატკივრებმა უნდა დაუსტვინონ. როტენი იმასაც ფიქრობს, რომ ლეოს ტრანსფერის შემდეგ „პარი სენ ჟერმენის“ სათამაშო ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცა.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი არგენტინელი დედაქალაქურ გუნდს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, მესიმ პსჟ-ს მაისური ყველა ტურნირზე ერთად 66-ჯერ მოირგო, 29 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები