უარი რუსეთს - მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს
Aa
Aa

უარი რუსეთს - მარადიშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის „ლოკომოტივის“ 23 წლის ნახევარმცველი, კონსტანტინე მარადიშვილი მოქალაქეობის შეცვლას და საქართველოს ნაკრებში თამაშს აპირებს.

RB Sport-ის ცნობით, ფეხბურთელსა და საქართველოდან შესაბამისი პირების მხრიდან მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა და მოქალაქეობას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

ცნობისთვის, კონსტანტინე მარადიშვილი 2000 წლის 7 თებერვალს მოსკოვში დაიბადა და ადგილობრივი ცსკა-ს აღზრდილია. სხვადასხვა წლების განმავლობაში 23 წლის ფეხბურთელი რუსეთის 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისა და 21-წლამდე ნაკრების ღირსებას იცავდა, ეროვნულ გუნდი თამაშის შესაძლებლობა კი არ მისცემია.

მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის“ - კვარამ ქართველ გულშემატკივარს მიმართა
    „დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის“ - კვარამ ქართველ გულშემატკივარს მიმართა