ინტერი, სიმონე ინძაგი, პორტუ
Aa
Aa

„პატარა ისტორია დავწერეთ“ - ინტერმა პორტუ გამოთიშა და 1/4-ფინალშია

2011 წლის შემდეგ პირველად მილანის „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს. სიმონე ინძაგის გუნდმა საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში სტუმრად „პორტუსთან“ 0:0 ითამაშა. ორი მატჩის ჯამში რომელუ ლუკაკუს ერთადერთი გოლით მილანურმა გუნდმა გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ მედიასთან ისაუბრა:

„ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცოდით, რომ ბოლო ოთხ შეხვედრაში იტალიური კლუბები „დრაგაუზე“ დამარცხდნენ. ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ, პატარა ისტორია დავწერეთ. ქომაგებს გამარჯვებას ვულოცავ, მათ შორის მათ, ვინც პორტუგალიაში ჩამოსვლა ვერ შეძლეს“.

საინტერესოა, რომ საპასუხო მატჩის მეორე ტაიმის დამატებულ წუთზე „პორტუს“ სერბ ფეხბურთელს, მარკო გრუიჩს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა. მატჩის შემდეგ მარკომ აღნიშნა, რომ მისთვის დაუჯერებელია, თუ როგორ არ გავიდა გოლი. მან Eleven Sports-სთან ინტერვიუში განაცხადა:

„იმედგაცრუებული ვარ. მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, მეტოქეს ვაჯობეთ, უფრო მეტი მომენტი შევქმენით. არ მჯერა, რომ გოლი არ გავიდა. „დრაგაუზე“ ფანტასტიკური ატმოსფერო იყო, გამარჯვების ძალიან დიდი სურვილი გვქონდა. სამწუხაროა, რომ ეს ვერ შევძელით“.

„პორტუ“ - „ინტერის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჰაქან ჩალჰანოღლუ დასახელდა. მატჩის შემდეგ ჩალჰანოღლუმ Sky Italia-სთან საუბარში განაცხადა:  „ახლა ძალიან ბევრი ემოციაა. ამაყი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ. შეცდომები დავუშვით, თუმცა საქმე დიდებულად შევასრულეთ“

2005-06 წლების სეზონის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მილანური კლუბები, „მილანი“ და „ინტერი“ ითამაშებენ. მას შემდეგ ორივე მილანურ გუნდს ერთ სეზონში 1/4-ფინალში არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები