ლივერპული, რეალი, ჩემპიონთა ლიგა, იურგენ კლოპი
Aa
Aa

“აქ გამარჯვებისთვის ვართ“ - კლოპი რეალთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში „რეალი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კლოპმა?

„3 კვირის წინ ვთქვი, რომ „რეალმა“ ყველაფერი დაასრულა. ახლაც კი თუ გასვლის შანსი 1%-ით მაინც არსებობს, ჩვენ უნდა ვცადოთ. დასაკარგი არაფერი გვაქვს და საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ. თუ საკუთარი თავის ნეგატიურად გაოცება შეგვიძლია, ვფიქრობ, დადებითაც გაოცებაც შეგვიძლია.

ნათელია, რომ „რეალს“ არ ვაფრთხილებთ. ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ვართ. წინა მატჩის მეორე ტაიმში კონტრ-შეტევები პრობლემა გახდა. ჩვენ არ შეგვიძლია ბენზემას და ვინისიუსის მუდამ შეჩერება, მაგრამ რაღაც დროით მაინც მოვახერხებთ. ტაქტიკურად სუპერ აქტიურები უნდა ვიყოთ.

ჩვენმა ნახევარდაცვამ პრესინგი იდეალურად უნდა შეასრულოს. უნდა გავრისკოთ, მაგრამ კონტრ-შეტევები თავიდან ავირიდოთ. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ეს იმაზე უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე მაშინ, როცა ყველაფერი გაქვს დასაკარგი.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „რეალმა“ 5:2 მოიგო. განმეორებითი მატჩი კი 15 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი აღიარება - ხვიჩას გოლი სერი ა-ს ტურის საუკეთესოდ დასახელდა
მორიგი აღიარება - ხვიჩას გოლი სერი ა-ს ტურის საუკეთესოდ დასახელდა