ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიან ვიერი
Aa
Aa

„მისი გოლი მართლაც სიგიჟე იყო“ - ვიერიმ კვარაზე ისაუბრა

„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, კრისტიან ვიერიმ ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი შეაქო.

52 წლის ვეტერანმა ლუჩანო სპალეტის სიტყვებიც გაიხსენა, რომლითაც „ნაპოლის“ დამრიგებელმა „ატალანტასთან“ ხვიჩას გოლი დიეგო მარადონას შეადარა.

რას ამბობს ვიერი:

როგორც წესი, სპალეტი ასეთ რამეს ტყუილად არ ამბობს. როცა თქვა, რომ კვარამ გოლი მარადონას სტილში გაიტანა და კიმი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ე. ი. ამის მიზეზიც აქვს. კვარაცხელიას გოლი მართლაც სიგიჟე იყო. თუ კვარა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავა, მაშინ ნამდვილად ჯორჯ ბესტის დრო დაბრუნდება. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე მის თამაშს. ხომ გაიგეთ გულამმა რა თქვა? ჯუნტოლიმ მას უთხრა, რომ ფენომენს მიაგნო, ის კვარაცხელიას გულისხმობდა. ჯუნტოლის ბევრი კოლმპლიმენტი ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, სადაც 13 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომევნო შეხვედრას ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ნაპოლის“ მეტოქე ფრანკფურტის „აინტრახტი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
REPUBBLICA: რეალმა ხვიჩას შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
REPUBBLICA: რეალმა ხვიჩას შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა