ნაპოლი, აინტრახტი
Aa
Aa

გადაწყვეტილება შეცვალეს - აინტრახტის ქომაგები ნაპოლისთან მატჩს დაესწრებიან

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლიმ“ სტუმრად „აინტრახტი“ 2:0 დაამარცხა, თუმცა მატჩს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

შეხვედრის მიმდინარეობისას გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაც საბოლოოდ სამართალდამცავების ჩარევით დასრულდა.

ამ მიზეზიდან გამომდინარე, „პარტენოპეის“ ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გერმანული კლუბის გულშემატკივრები არ უნდა დაეშვათ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ფრანკფურტის ქომაგები ბილეთებს ვერ ყიდულობდნენ, თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა.

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ იტალიის საფეხბურთო კომიტეტის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. „აინტრახტის“ გულშემატკივრებს ბილეთების ყიდვის უფლება მისცეს და ისინი გუნდს ნეაპოლში გაყვებიან. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, თუ რა რაოდენობის ბილეთებზეა საუბარი, მაგრამ ამან გერმანელთა გაბრაზება ოდნავ ჩაახშო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ განმეორებითი დაპირისპირება 15 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება. ცნობისთვის, პირველი მატჩი სპალეტის გუნდმა 2:0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავის არჩევანს ნანობს - მბაპეს რეალში გადასვლა ისევ სურს
თავის არჩევანს ნანობს - მბაპეს რეალში გადასვლა ისევ სურს