„ვლოცულობ, რომ ეს სიზმარი არ იყოს" - რონალდუ სირიელი ბავშვი გაახარა
კრიშტიანუ რონალდუ სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ბიჭს შეხვდა.
სირიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ნაბილ საიდმა მაშველებს უთხრა, რომ რონალდუსთან შეხვედრაზე ოცნებობს. მისი სიტყვების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მოგვიანებით პატარა ბიჭი მიწვეული იყო საუდის არაბეთის ჩემპიონატის „ალ-ნასრისა“ და „ალ-ბატინის" (3:1) შეხვედრაზე, რომელიც პარასკევს გაიმართა.
ნაბილი თამაშის წინ რონალდუს შეხვდა, მას ჩაეხუტა და ესაუბრა.
„როცა რონალდუ დავინახე, მეგონა, რომ ეს სიზმარი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი. არ ვიცი ეს ოცნება როდის დასრულდება. ვლოცულობ, რომ ეს სიზმარი არ იყოს.
ყველას ვუსურვებ რონალდუსთან შეხვედრას. ის ძალიან კარგი ადამიანია“,
- განაცხადა საიდმა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად სირიაში 8476 ადამიანი დაიღუპა.