ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

კვარა და სხვები - სპალეტიმ შესაძლოა რამდენიმე ლიდერი დაასვენოს

სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ დამარცხდა და სეზონში პირველი საშინაო მარცხი განიცადა.

ამ მატჩს იტალიურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს კი Il Mattino წერს, რომ ლუჩანო სპალეტიმ გუნდის რამდენიმე ლიდერს შესაძლოა დასვენების საშუალება მისცეს.

„ნაპოლი“ 26-ე ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე „ატალანტასთან“ გამართავს. მატჩი 11 მარტს, 21:00 საათზეა ჩანიშნული. ამ შეხვედრისთვის სპალეტი ძირითად შემადგენლობაში 3 ცვლილების განხორციელებას გეგმავს.

წყაროს თანახმად, კვარაცხელია, ანგისა და ლოზანო დაისვენებენ. მათ ნაცვლად კი შესაძლოა ძირითადში ელმასი, ნდომბელე და პოლიტანო ვიხილოთ.

ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, რამდენიმე ლიდერისთვის დასვენების მიცემის საშუალება. გადატვირთული გრაფიკიდან და მოგებათა სერიიდან გამომდინარე, სპალეტი ფიქრობს, რომ მცირე როტაციის დროა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად გამართლდება იტალიური გამოცემის ვარაუდი. ამას უშუალოდ მატჩის დღეს გავიგებთ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში „ნაპოლი“ „მილანს“ 18 ქულით უსწრებს, „ინტერი“ კი თავისი თამაშის მოგების შემთხვევაში სხვაობას 15 ქულამდე შეამცირებს. ჩემპიონთა ლიგაზე ნეაპოლელებმა ფრანკფურტში „აინტრახტს“ 2:0 მოუგეს და ცალი ფეხით 1/4-ში არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის ლამაზი პასი - სლოვანმა კონკურენტი 4:1 დაამარცხა
ჩაკვეტაძის ლამაზი პასი - სლოვანმა კონკურენტი 4:1 დაამარცხა