14-წლამდე გუნდის ფეხბურთელებს უსტვენდა - მოურინიოს უღირსი საქციელი
„რომას“ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს უღირს ქმედებაში ადანაშაულებენ. იტალიური პრესის ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი „რომასა“ და „ლაციოს“ 14-წლამდე გუნდების თამაშს დაესწრო და ძალიან ცუდად მოიქცა.
კვირას, მინი „დერბი დელა კაპიტალე“ გაიმართა და ერთ-ერთ მომენტში, როცა „ლაციოს“ 14-წლამდე გუნდის ფეხბურთელს, ალექსანდრუ მილუს თერთმეტმეტრიანი უნდა დაერტყა, „რომას“ სათადარიგოთა სკამის უკან მყოფმა მოურინიომ მისი მისამართით სტვენა დაიწყო. გარდა ამისა, Il Messagero იუწყება, რომ, როცა „ჯალოროსი“ 2:1-ს იგებდა, მოურინიომ „რომას“ ფეხბურთელებს მოუწოდა, წაქცეულიყვნენ, ვითომ ტრავმა მიიღეს და ამით დრო გაეყვანათ.
View this post on Instagram
მოურინიოს ქმედებებმა „ლაციოს“ 14-წლამდე გუნდის თავკაცი, ტობია ასუმა განარისხა და ჟოზეს უთხრა, რომ მწვრთნელები ასე არ იქცევიან. Il Messagero-ს ცნობით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მას ირონიული ღიმილით უპასუხა.
მინი „დერბი დელა კაპიტალე“ „რომას“ გამარჯვებით დასრულდა და „ჯალორისის“ წარმატება მოუმ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა, თითებით კი საბოლოო ანგარიშს გამოსახავდა. ამის შემდეგ, მან ისინი ძირითად გუნდთან შესახვედრად მიიწვია და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო.