ლეაო: “ინგლისი არ მიყვარს, იქ სულ ცუდი ამინდია“
როგორც ჩანს, რაფაელ ლეაო „მილანს“ არ დატოვებს. პორტუგალიელმა შემტევმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და გულშემატკივრები დაამშვიდა.
ლეაო:
„სერია ა ადვილი ჩემპიონატი ჩანს. სანამ აქ გადმოვიდოდი საფრანგეთში ვთამაშობდი და პირველი სეზონი ჩემთვის რთული აღმოჩნდა, მაგრამ, როდესაც ტექნიკური და სწრაფი ხარ სხვა ფეხბურთელებთან განსხვავებას ქმნის. მეორე სეზონი კი გაცილებით მარტივი იყო. მინდა, რომ მსოფლიოს ვანახო, თუ რა შემიძლია მინდორზე.
ინგლისი არ მიყვარს, რადგან იქ ცუდი ამინდია. ლონდონში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი და ისიც მხოლოდ საყიდლებზე. მილანი ძალიან მიყვარს. დუომოს ტაძარი, უამრავი ტანსაცმლის მაღაზია, კვების ობიექტები.. აქ ბედნიერი ვარ.“
შეგახსენებთ, რომ ლეაოს „როსონერისთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება და მისი გადაბირებით ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონის „ჩელსი“ იჩენდა, თუმცა ამ და სხვა ინტერვიუებიდან ცნობილი გახდა, რომ რაფაელს იტალიის დატოვება არ სურს.