ჟიუსტ ფონტენი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

ჟიუსტ ფონტენი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ჟიუსტ ფონტენი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა და ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა დაადასტურეს, როგორებიც L'Équipe-ი, RMC Sport-ი და Le Parisien-ი არიან.

ფონტენს საფრანგეთის ნაკრების მაისურით 21 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე რეკორდია, რომლის დამხობაც დღემდე ვერავინ მოახერხა. 1958 წლის მუნდიალზე, იგი შეუჩერებელი იყო და 13 გოლი გაიტანა. ამ მსოფლიო ჩემპიონატიდან ორი წლის შემდეგ, მას ტრავმების გამო, კარიერის დასრულება მოუწია და მწვრთნელობა დაიწყო.

ფონტენმა საფეხბურთო კარიერის პირველი ნაბიჯები „კასაბლანკაში“ გადადგა, სადაც 48 შეხვედრაში 62 გოლი გაიტანა. 1953 წელს, იგი „ნიცას“ შეუერთდა და იქ 3 წელი გატარა, ბოლოს კი „რეიმსის“ ღირსებას იცავდა. ფონტენს ისეთი კლუბები გაუწვრთნია, როგორებიც „პარი სენ-ჟერმენი“ და „ტულუზა“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილი მთავარი სამიზნეა? - ბრიტანელი ჟურნალისტი ტოტენჰემის გეგმებზე
მამარდაშვილი მთავარი სამიზნეა? - ბრიტანელი ჟურნალისტი ტოტენჰემის გეგმებზე