ბარსელონა, ანსუ ფატი
Aa
Aa

ისევ მუხლი - ანსუ ფატი ტრავმირებულია

კატალონიის „ბარსელონაში“ კვლავ პრობლემებია. ანსუ ფატი ისევ ტრავმირებულია. ესპანელმა გარემარბმა 2020 წლიდან დღემდე სხვადასხვა დაზიანებების გამო ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომა ვერ მოახერხა.

მუხლის ოპერაციის შემდეგ ანსუმ 11 თვე გამოტოვა და მიმდინარე სეზონის დაწყების წინ დაბრუნდა, მაგრამ ყველაფერი ისევ გაუარესდა.

„ბარსელონამ“ დაადასტურა, რომ ფატიმ მუხლის ტრავმა მიიღო, მას შემდეგ, რაც ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამოჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენს გამოტოვებს 20 წლის შემტევი და რა სიმძიმის ტრავმასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ერთი რამ ნათელია - ფატი „ალმერიას“ წინააღმდეგ ჩავის განკარგულებაში არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ის დაბრუნდა“ - მარსელო ფლუმინენსეში ითამაშებს
“ის დაბრუნდა“ - მარსელო ფლუმინენსეში ითამაშებს