სერხიო რამოსი
Aa
Aa

„მწვრთნელმა მითხრა, რომ ჩემი იმედი არ ჰქონდა“ - რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ სერხიო რამოსმა 36 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ინფორმაცია ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა:

სერხიო რამოსმა ახალ მწვრთნელ დე ლა ფუენტესთან საუბრის შემდეგ ესპანეთის ნაკრები დატოვა.

„მოვიდა დრო - დროა დავემშვიდობოთ ჩვენს ძვირფას ეროვნულ გუნდს. დღეს დილით დამირეკა ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი იმედი არც ახლა აქვს და არც მომავალში ექნება, როგორი დონის თამაშიც არ უნდა ვაჩვენო და როგორც არ უნდა გავაგრძელო ჩემი სპორტული კარიერა.

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს არის თავგადასავლის დასასრული, რომელიც ვიმედოვნებდი, რომ უფრო გრძელი იქნებოდა. ასეთი ფინალი პირში მწარე გემოს ტოვებს - მთელი იმ წარმატებებით, რაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად მივაღწიე“,

- წერს რამოსი სოციალურ ქსელში.

ლეგენდარული ესპანელი მცველის სანაკრებო კარიერა 2005 წელს დაიწყო და 2021 წლამდე გრძელდებოდა. ამ 16-წლიან მონაკვეთში სერხიომ „ფურია როხასთან“ ერთად ყველაფერი მოიგო, რაზეც შეიძლება ფეხბურთელმა სანაკრებო დონეზე იოცნებოს - 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატი და რაც მთავარია 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი.

რამოსი ესპანური ფეხბურთის ოქროს თაობის ღირსეული და კაშკაშა წევრი იყო, რომლის ხილვასაც ქომაგები ბოლოჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე ითხოვნდნენ, თუმცა ლუის ენრიკემ მისი გამოძახება არ მოისურვა.

რამოსმა სანაკრებო დონეზე 180 მატჩი (ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი) ჩაატარა და 23 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნამდვილი ლიდერივით მოიქცა - ოსიმენის მაგარი ჟესტი კვარას პენალტის შემდეგ
ნამდვილი ლიდერივით მოიქცა - ოსიმენის მაგარი ჟესტი კვარას პენალტის შემდეგ