მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

რა მოხდა მერაბსა და ცნობილ მსახიობს შორის - მანქანამ განმარტება გააკეთა

კევინ ჯეიმსი ცნობილი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლთან, კრის უაიდმენთან საუბრისას მერაბ დვალიშვილთან გამართული სპარინგი გაიხსენა. ჯეიმსის მიხედვით, სპარინგისას, „მანქანა“ მთელი ძალით ეჩხუბებოდა, არ დაინდო და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მსახიობი იყო. ჯეიმსის სიტყვებს მერაბი გამოეხმაურა და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განმარტა, რა მოხდა.

„ერთ დღეს კრის უაიდმენმა მომწერა და მითხრა, ხვალ დილის 11 საათზე ჩემთან ვიკრიბებით ყველა პროფესიონალი მებრძოლიო. სპარინგები უნდა ჩაგვეტარებინა. იქ რომ მივედი, UFC-ის ყოფილი თუ მოქმედი მებრძოლები დამხვდნენ და ერთი ჩემთვის უცნობი ბიჭიც დავინახე. ის მძიმეწონოსანი იყო და ვიფიქრე, რომ MMA-ის ყოფილი მებრძოლი ან ექს-მოჭიდავე მაინც გახლდათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სასპარინგოდ არ მოიწვევდნენ.

სპარინგი დავიწყეთ და პირველივე რაუნდი სტუმართან მომიწია, (რომელიც ცნობილი მსახიობი და კომედიანტი კევინ ჯეიმსი ყოფილა. მას პატარა ბავშვიც კი ცნობს აქ.) თავიდან ნელა დავიწყე, მაგრამ თვითონ აგრესიულად სპარინგობდა, რაზეც გავბრაზდი და შევუტიე. მოკლედ, მაგრად დავღალე, აღარ შეეძლო, გაჩერდა და კრის უაიდმენს უთხრა: „ეს ვერ მცნობს და იქნებ უთხრათ, ვინ ვარ, თორემ არ მინდობს“.

შეგახსენებთ, რომ „მანქანა“ ოქტაგონზე 12 მარტს დაბრუნდება და მისი მეტოქე რუსი მებრძოლი, პიოტრ იანი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფინალის ტოლფასი თამაში იქნება“ - კალათბურთელები ნიდერლანდებთან მატჩზე
„ფინალის ტოლფასი თამაში იქნება“ - კალათბურთელები ნიდერლანდებთან მატჩზე