რუმენიგე: მესი უდავო ჩემპიონია, მაგრამ ჩემთვის დიეგო საუკეთესოდ რჩება
ლეგენდარულმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ლეო მესი და დიეგო მარადონა შეადარა.
- რომელი ნაპოლია უფრო ძლიერი: ახლანდელი თუ მარადონას დროინდელი? და, ამ შემთხვევაში, ვინ არის უკეთესი: მარადონა თუ მესი?
„პირველ კითხვაზე ვერ გიპასუხებ, მაგრამ მეორეზე კი. მარადონა და მესი ორი განსხვავებული მოთამაშეა.
დიეგო მოედანზე მიუღებელ მოპყრობას განიცდიდა. ოპონენტები მას მუდმივად ურტყამდნენ. მახსოვს ინტერისა და ნაპოლის მატჩი, რომელშიც ჩვენმა ფეხბურთელებმა მას სასტიკად ურტყეს.
მესის კი წესები და მსაჯები იცავენ. შეხებისას, მაშინვე ჯარიმას აფიქსირებენ.
მე არ განვიხილავ მის ტექნიკურ თვისებებს, ის უდავო ჩემპიონია, მაგრამ ჩემთვის მარადონა ისტორიაში საუკეთესოდ რჩება“,
- განაცხადა რუმენიგემ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.