კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუს ეფექტი - ალ-ნასრის ფეხბურთელები დიეტას უფრო მკაცრად იცავენ

კრიშტიანუ რონალდუს გუნდის, „ალ-ნასრის“ დიეტოლოგმა, ხოსე ბლესამ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მიერ მოხდენილ გავლენაზე ისაუბრა. როგორც ბლესამ Sportskeeda-ს განუცხადა, რონალდუს გადასვლის შემდეგ, „ალ-ნასრის“ მოთამაშეებს კვებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება გაუჩნდათ.

„კრიშტიანუ რონალდუს კვებასთან დაკავშირებით, დიდი ცოდნა აქვს და მის რაციონში მრავალი სახეობის პროდუქტი შედის, რათა უცნაური დანამატების გარეშე, რაც ახლა მოდაშია, ყოველი თამაშისთვის და ვარჯიშისთვის სათანადო ენერგია ჰქონდეს. მასთან გამართული ნებისმიერი დიალოგი ჩემთვის გაკვეთილია. რონალდუს შევხვდი და დიეტაზე, მის მნიშვნელობაზე და დასვენების აუცილებლობაზე ვესაუბრე.

მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ ჩვენთან გადმოვიდა, ფეხბურთელები უფრო თავდაუზოგავად მუშაობენ და დიეტას ბევრად მკაცრად იცავენ. არასდროს მინახავს კლუბი, რომლის მოთამაშეებიც ორგანიზმის შემადგენლობის პრაქტიკულად 90 პროცენტს, ყოველ ჯერზე აუმჯობესებენ. ვხედავ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ნაკლები ცხიმი და მეტი კუნთოვანი მასა აქვთ, ვარჯიშებზე კი ყველა დავალებას ასრულებენ“.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს „ალ-ნასრის“ რიგებში 5 შეხვედრა აქვს გამართული. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პიოტრ იანს ვურჩევთ, დვალიშვილს რუსული ისტორიის კურსი შეახსენოს“ - რუსული გამოცემა
„პიოტრ იანს ვურჩევთ, დვალიშვილს რუსული ისტორიის კურსი შეახსენოს“ - რუსული გამოცემა