ნაპოლი, აინტრახტი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ოლივერ გლასნერი
Aa
Aa

გლასნერი: „კვარა და ოსიმენი ნამდვილად ძლიერები არიან“

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურის სტადიის პირველ შეხვედრაში „ნაპოლი“ სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება. მატჩისწინა დღეს გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა პრესკონფერენცია გამართა. მან კიდევ ერთხელ გააჟღერა აზრი იმის შესახებ, რომ „ნაპოლი“ ანტი-იტალიურ ფეხბურთს თამაშობს. ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის მთავარმა მწვრთნელმა „ნაპოლის“ მხრიდან ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია, მათ ძლიერი მოთამაშეები უწოდა.

ოლივერ გლასნერი: „ნაპოლის“ თამაშის ანალიზს მრავალ საათი დავუთმე. თვეებია, რაც „ნაპოლის“ თამაშს ვსწავლობთ, მეტოქე ყოველთვის მსგავსი ფორმაციით თამაშობს. შესაძლოა, 2 ან 3 ფეხბურთელის როტაცია მოახდინონ. კვარა და ოსიმენი ნამდვილად ძლიერები არიან, თუმცა იქ მხოლოდ 1 ფეხბურთელი არაა, რომელიც უნდა შევაჩეროთ. „ნაპოლის“ ძალიან კარგი დაცვა ჰყავს. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა „აიაქსთან“, „რეინჯერსთან“ და „ლივერპულთან“. არ ვამბობ, რომ „ნაპოლიმ“ მეტოქეები გაანადგურა, თუმცა თითქმის ასე იყო.

მიუხედავად ამისა, „ნაპოლის“ სისუსტეები აქვს, რაც შეიძლება ჩვენ დაგვეხმაროს, შანსები გვექნება. ხვალინდელ თამაშს ოპტიმიზმით ვხვდები.

ვფიქრობ, რომ „ნაპოლი“ იტალიურ ფეხბურთს არ თამაშობს, ეს ანტი-იტალიური ფეხბურთია. სწორედ ამიტომ სერია ა-ს ლიდერობენ, აგრესიულად და მაღალი პრესინგით თამაშობენ, პრესინგს მეტოქის ნახევარზე მიმართავენ, რასაც იტალიაში ხშირად ვერ ვხედავთ.

სავსე სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება, მიზანი გამარჯვებაა“.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა „აინტრახტსა“ და „ნაპოლის“ შორის 22 თებერვალს, 00:00 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა 16 მარტს ნეაპოლში გაიმართება.

22 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, 24 წლის ნიგერიელმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 18 გოლი შეაგდო. გოლების ბრწყინვალე სტატისტიკის გარდა 3 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ამბავი - როგორ მოუგო ხვიჩას მამამ ოლივერ გლასნერს
უცნობი ამბავი - როგორ მოუგო ხვიჩას მამამ ოლივერ გლასნერს