ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, დავიდე ბალარდინი
Aa
Aa

„ლოჩოშვილმა ასე უნდა გააგრძელოს“ - კრემონეზეს მწვრთნელი

ორშაბათს, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ მორიგ ტურში „ტორინოს“ ესტუმრება და მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

ქართველი მცველი გუნდს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ეხმარება, რადგან მუხლის ტრავმა აწუხებს, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესში პოზიტიური ნიშნები შეინიშნება.

ცოტა ხნის წინ, „კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მატჩამდე ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც გავიგეთ, რომ ლოჩოშვილმა ვარჯიში განაახლა და ხუთშაბათს გუნდთან ერთად ივარჯიშა.

რას ამბობს დავიდე ბალარდინი:

ოკერეკე, კუალიატა, ლოჩოშვილი, დესერსი და ბუონაიუტო ხუთშაბათიდან სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდნენ. იმედია ბიჭები სრულად მალე გამოჯანრთელდებიან. ამისთვის, მათ აქტიურად უნდა იმუშაონ და ივარჯიშონ. მათი ფიზიკური ფორმა უმჯობესდება.

შეგახსენებთ, რომ „კრემონეზე“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 22 ტურის შემდეგ 8 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და მოგება კვლავ არ აქვს. „ტორინოსა“ და „კრემონეზეს“ დაპირისპირება 20 თებერვალს, საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისეთი გოლია ხახვსაც აატირებს“ - ასე აღწერა ინგლისელმა კომენტატორმა კვარას შედევრი
„ისეთი გოლია ხახვსაც აატირებს“ - ასე აღწერა ინგლისელმა კომენტატორმა კვარას შედევრი