„ისეთი გოლია ხახვსაც აატირებს“ - ასე აღწერა ინგლისელმა კომენტატორმა კვარას შედევრი
Aa
Aa

„ისეთი გოლია ხახვსაც აატირებს“ - ასე აღწერა ინგლისელმა კომენტატორმა კვარას შედევრი

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სასუოლოს“ ფენომენალური გოლი გაუტანა. „კვარას“ შედევრზე ბევრმა ცნობილმა გამოცემამ დაწერა, მაგრამ მისი გოლის ბრწყინვალებას ყველაზე კარგად ალბათ რეი ჰადსონის პოსტი აღწერს. ეს უკანასკნელი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელიც 1974-77 წლებში „ნიუკასლის“ ღირსებას იცავდა და ახლა CBS Sports-ზე კომენტატორად მუშაობს.

„ნაპოლის მაისურით კვარაცხელიას მბრძანებლუუუუური გოლი, რომელიც გამაოგნებლად დიდებული პროპორციებისაა. გოლი, რომელიც ხახვსაც აატირებს“, - დაწერა ჰადსონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ხვიჩას სრული სტატისტიკა სასუოლოს წინააღმდეგ

73 შეხება

1 გოლი

2 დარტყმა/1 ზუსტი დარტყმა

1 მის მიერ შექმნილი დიდი შანსი

3 საკვანძო პასი

6-დან 4 წარმატებული დრიბლინგი

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ 2:0 მოიგო და სერია A-ს მიმდინარე სეზონში, მეოცე გამარჯვება გაიფორმა. „პარტენოპეის“ 62 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, „აინტრახტთან“ ელის, სერია A-ში კი მისი მომდევნო გაჩერება „ემპოლია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს 2 საგოლე გადაცემა - პირველი ძალიან მაგარი იყო, მეორე - შემთხვევითი
რონალდუს 2 საგოლე გადაცემა - პირველი ძალიან მაგარი იყო, მეორე - შემთხვევითი