„მათ შეუძლიათ დაგვსაჯონ“ - პარიზის მწვრთნელმა დავითაშვილი გამოარჩია
საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურში „ბორდო“ „პარიზს“ უმასპინძლებს. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ტიერი ლორემ „ბორდოს“ შესახებ ისაუბრა. მან რამდენიმე მოთამაშე გამოყო, მათ შორის ზურიკო დავითაშვილი ახსენა.
ტიერი ლორე: „ვიცით, რომ შეცდომის დრო არაა, რადგან „ბორდოს“ ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც ჩვენი დასჯა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ვგულისხმობ, მაჯას, ბაჯის, დავითაშვილს. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგვსაჯონ, ყურადღება უნდა დავუთმოთ, თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ დაცვაში კარგი თამაში არ უნდა იყოს, მომენტების შექმნაზეც უნდა ვიფიქროთ“.
22 წლის ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.
23 ტურის შემდეგ „ბორდო“39 ქულით მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან „სოშოს“ 1 ქულით ჩამორჩება. „ლე ავრი“ 48 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
„ბორდოსა“ და „პარიზის“ საფეხბურთო დაპირისპირება 18 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.