Bloomberg: კატარელი ინვესტორები იუნაიტედის შესაძენად ემზადებიან
„მანჩესტერ იუნაიტედის“ გაყიდვა კვლავ აქტუალური თემაა. გლეიზერების ოჯახი კლუბის დასათმობად მზადაა, თუმცა ამას მხოლოდ მათ მიერ მოთხოვნილი თანხის მიღების შემდეგ გააკეთებენ.
როგორც ცნობილია, „იუნაიტედის“ შესაძენად ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯიმ რედკლიფი იბრძოლებს, რომელიც „ნიცასაც“ ფლობს. Ineos-ის ხელმძღვანელმა „მანკუნიანელებს“ უკვე პირველი შეთავაზება გაუკეთა, თუმცა უარი მიიღო.
დღეს კი Bloomberg-მა დაწერა, რომ კატარელი ინვესტორები მზად არიან იყიდონ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და გლეიზერების მიერ მოთხოვნილი 5 მილიარდი ფუნტი გადაიხადონ.
Bloomberg-ის ცნობით, ისინი შესაბამის წინადადებას ამზადებენ.
კონსორციუმი, რომელშიც ჰამად ბინ ჯასიმ ბინ ჯაბერ ალ ტანი შედის, ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრი და კატარის საინვესტიციო ორგანოს ყოფილი ხელმძღვანელია.
ასევე ცნობილია, რომ „იუნაიტედის“ შეძენით „ტესლას“ დამფუძნებელი და „ტვიტერის“ მფლობელი, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ინტერესდება.