„თუ, შესაბამისი წინადადება იქნა, ნაპოლი კვარასა და ოსიმენს გაყიდის“
წარსულში „პარმას“ სპორტულმა დირექტორმა, შემდეგ საფეხბურთო აგენტმა და ამჟამად ექსპერტმა ენრიკო ფედელემ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და გუნდის მიმართ სიმპათიები ვერ დამალა.
ფედელე განსაკუთრებით ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტზე საუბრობს და კლუბის პრეზიდენტს აურელიანო დე ლაურენტისს კარგი შეთავაზების მიღების შემთხვევაში მათ გაყიდვას ურჩევს.
„სპეციასთან მატჩში კვარაცხელიას საგოლე გადაცემა (მესამე გოლისას) გაცილებით მეტად ფასობს, ვიდრე გოლი. ამ მომენტში მან საფეხბურთო ინტელექტი გამოავლინა, მიხვდა, რომ იმ სიტუაციაში პასის გაკეთება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პირადი გოლის გატანა.
გარკვეულ სიტუაციებში, თუ იქნება მაღალი ანაზღაურების მქონე შეთავაზება და მიმზიდველი სატრანსფერო წინადადება, ნაპოლი ამაზე უარს ვერ იტყვის. მაგალითად, ოსიმენი მინიმუმ 100 მილიონი ევრო ღირს და თუ ასეთი შეთავაზება იქნა, ნეაპოლელებს მხოლოდ მისი გაყიდვა შეუძლიათ.
დე ლაურენტისმა ბოლო დროს მათ (კვარა და ოსიმენი) შესახებ სიმართლე არ თქვა. თუ, იქნება მნიშვნელოვანი წინადადება, კლუბი ორივე მათგანს გაყიდის, რადგან შესაბამისი ფასი ყველაფერს აქვს.
ნაპოლის შეუძლია იტალიური ფეხბურთის ახალი ეპოქის ჩემპიონი გახდეს, სადაც ბალანსი სხვა რაღაცებზე წინ უნდა დადგეს. მე რომ სპალეტი ვიყო, ტიტულების მოგებისთანავე გუნდს დავტოვებდი, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის სახელს დატოვებდა“.
- ციტირებს ფედელეს სიტყვებს Radio Marte.
შეგახსენებთ, რომ აურელიანო დე ლაურენტისმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის ლიდერების გაყიდვას არ აპირებს. რა მოხდება, ამას მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გავიგებთ.