ბარსელონა, ანსუ ფატი
Aa
Aa

ფატი სათამაშო წუთებით უკმაყოფილოა - ბარსას მისი გაყიდვა არ უნდა

ტრავმის მოშუშების შემდეგ, ანსუ ფატი „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. არადა ესპანელ გარემარბს „ბლაუგრანამ“ 10-ნომრიანი მაისური გადასცა და იყო დრო, როდესაც მასზე დიდი იმედები მყარდებოდა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ფატი შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა და მეტ სათამაშო წუთებს ითხოვს. რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურია, რადგან ანსუ ახლა 20 წლის არის და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ფატის თაობაზე „ბარსელონას“ არაერთი გუნდი დაუკავშირდა, მაგრამ კატალონიური გრანდი თავისი ფეხბურთელის გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია.

ცნობისთვის, ანსუ ფატი მიმდინარე სეზონში ბარსას შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად ჯამში 31-ჯერ გამოჩნდა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

საინტერესო ის არის, რომ 20 წლის გარემარბმა მინდორზე 90 წუთი მხოლოდ ერთხელ „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოტენჰემს სერიოზული დანაკლისი აქვს - ლორისმა შესაძლოა 8 კვირა იუქმოს
ტოტენჰემს სერიოზული დანაკლისი აქვს - ლორისმა შესაძლოა 8 კვირა იუქმოს