ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Goal-ის რჩეულთა შორის არაა - კვარა Sofascore-ისა და Whoscored-ის სიმბოლურშია

სერია A-ს 21-ე ტურში, „ნაპოლი“ „სპეციას“ დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. „პარტენოპეის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კარგი მატჩი ჩაატარა და გოლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა, თუმცა ეს Goal Italia-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.

იტალიურმა გამოცემამ თავისი თერთმეტეული რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა და შეტევაში დუშან ვლაჰოვიჩს, ვიქტორ ოსიმენსა და ლაუტარო მარტინესს ვხედავთ, ნახევარდაცვაში კი ჩალჰანოღლუ, ჰიულმანდი და საპონარა არიან გამწესებული.

განსხვავებული ვითარება გვაქვს სტატისტიკური პორტალების, Sofascore-ისა და Whoscored-ის სიმბოლურ ნაკრებებთან მიმართებით. „კვარა“ ორივე მათგანმა გამოარჩია და ხვიჩამ შეფასების სახით Sofascore-ისგან 8.8 მიიღო, ხოლო Whoscored-ისგან - 8.5.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონის 17 მატჩში, 8 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ხუთ შეხვედრაში, 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ორივე ტურნირის გათვალისწინებით, მის აქტივში 10 გოლია. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა სერია A-ში საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რასაც კვარა აკეთებს, უბრალოდ წარმოუდგენელია“ - იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
„რასაც კვარა აკეთებს, უბრალოდ წარმოუდგენელია“ - იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი