მადრიდის რეალი, კარიმ ბენზემა, ტიბო კურტუა, ედერ მილიტაო
Aa
Aa

ბენზემას და კურტუას გარეშე - რეალის განაცხადი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალში“ ტრავმები ჭარბობს. უკანასკნელი ტრავმირებული ტიბო კურტუა გახლავთ, რომელზეც დღეს დაიწერა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამგზავრებას შეძლებდა.

მადრიდელთა გულშემატკივრების სამწუხაროდ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ტიბო კურტუა, კარიმ ბენზემა, ედერ მილიტაო, ედენ აზარი, ფერლან მენდი და ლუკას ვასკესი ვერ ითამაშებენ.

ჩამოთვლილ ფეხბურთელებს ტრავმები აღენიშნებათ. იყო იმედი, რომ „ბლანკოსის“ კაპიტანი გამგზავრებას შეძლებდა, მაგრამ „სამეფო კლუბმა“ 22-კაციანი განაცხადი დაასახელა, სადაც ისინი არ ფიგურირებენ.

მეკარეები: ლუნინი, ლუის ლოპესი, კანისარესი

მცველები: კარვახალი, ალაბა, ვალეხო, ნაჩო, ოდრიოსოლა, რუდიგერი, მარველი

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, ჩუამენი, კამავინგა, სებალიოსი, ვალვერდე, მარიო მარტინი, არიბასი

თავდამსხმელები: ვინისიუსი, როდრიგო, ასენსიო, მარიანო

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მადრიდის „რეალი“ „ალ აჰლის“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 8 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოტერი: “შური კარგი თვისება არ არის“
პოტერი: “შური კარგი თვისება არ არის“