კილიან მბაპე, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ნაგელსმანს არ სჯერა, რომ მბაპე ბაიერნთან იუქმებს - „ჩვეულებრივად ვემზადებით“

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა პრესკონფერენცია გამართა და „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა. გერმანელ სპეციალისტს ფრანგული გრანდის მიერ გაკეთებული განცხადების არ სჯერა და უშვებს, რომ კილიანმა „რეკორდმაისტერის“ წინააღმდეგ ჩანიშნულ ორივე შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

„პარი სენ-ჟერმენის ვებგვერდზე მოყვანილი ფორმულირება ბუნდოვანია. დაახლოებით 3 კვირა. თუ საქმე სტრუქტურულ დაზიანებასთან არ გვაქვს, არ მგონია, მბაპემ ჩვენთან გასამართი მატჩი გამოტოვოს. ამიტომ, ჩვეულებრივად ვემზადებით და კილიანის ფაქტორს ვითვალისწინებთ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, მათ სტრუქტურულ ტრავმაზე ინფორმაცია დამალონ, ისე თითქოს, პოკერს თამაშობენ, მაგრამ არის შანსი, ყველაფერი პირიქით იყოს და ამბობდნენ, რომ ვერ ითამაშებს, მაგრამ მოედანზე მაინც ვიხილოთ“.

რა განცხადება გააკეთა პარი სენ-ჟერმენმა

„გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ მბაპემ ბარძაყის კუნთი დაიზიანა. მოსალოდნელია, რომ ის 3 კვირას გამოტოვებს“.

როგორც მოგეხსენებათ, მბაპემ დაზიანება „მონპელიესთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო. ფრანგმა სუპერვარსკვლავმა პენალტი გააცუდა, 21-ე წუთზე კი, მოედნის დატოვება მოუწია. „პარი სენ-ჟერმენის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ სერხიო რამოსს, რომელსაც ასევე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დამატებითი ტესტები ჩაუტარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მალაღურაძის მე-100 მატჩი - ბორჯღალოსნების შემადგენლობა გერმანიასთან
მალაღურაძის მე-100 მატჩი - ბორჯღალოსნების შემადგენლობა გერმანიასთან