ბარსელონა, ლაპორტა, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ესპანური მედია: ტებასი ლაპორტას “ჩამოგდებას“ გეგმავს

„ბარსელონა“ და ლა ლიგა ერთმანეთს დიდი ხანია სხვადასხვა საკითხებზე ებრძვიან, მაგრამ, როგორც ჩანს ეს ბრძოლა უფრო მძაფრდება. ესპანური მედიის ინფორმაციით, ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი „ბლაუგრანას“ პრეზიდენტის ხოან ლაპორტას წინააღმდეგ არასასიამოვნო ინფორმაციების გავრცელებას აპირებს.

ლაპორტა და ტებასი ჯერ სუპერ ლიგის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ხოლო შემდეგ სახელფასო ლიმიტი გახდა პრობლემა. „ბარსელონაში“ თვლიან, რომ მათ სხვებთან შედარებით მკაცრად ეპყრობიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ლაპორტას წინამორბედს ხოსეპ მარია ბართომეუს ტებასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

La portera de Núñez-მა, რომელმაც პირველმა დაწერა, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩებოდა „ტვიტერზე“ შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:

„ტებასი მეგობარს ეძებს, რომელიც ლაპორტასთან დაკავშირებით ცილის მწამებელ ინფორმაციას გაავრცელებს. ეს მაშინ ხდება, როდესაც იღებ ისეთ რამეს, რასაც არ ეთანხმები.“

Football Espana-ს ინფორმაციით, თუ ამ დღეებში ლაპორტაზე ესპანურ მედიაში სკანდალური სტატიები დაიწერება ეს პირველ რიგში ხავიერ ტებასის დამსახურება იქნება. წყაროს ცნობით, ლა ლიგის პრეზიდენტი ლაპორტას „ჩამოგდებას“ გეგმავს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„2021 წელს მისით პრემიერ ლიგის კლუბი ინტერესდებოდა“ - იაროვინსკი ხვიჩაზე
„2021 წელს მისით პრემიერ ლიგის კლუბი ინტერესდებოდა“ - იაროვინსკი ხვიჩაზე