ზლატანი: „ვიცოდი, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა“
„მილანის“ ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. შვედი თავდამსხმელის სიტყვები RMC Sport-მა გაავრცელა და ზლატანმა განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრების გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.
„ვამბობდი, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა. მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება და დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიმარჯვებდა. კილიან მბაპე მსოფლიო ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდება და მასზე არ ვნერვიულობ.
რაც შეეხება არგენტინელებს, მესი დაამახსოვრდებათ, მაგრამ სხვების პატივისცემა, რომლებიც უღირსად იქცეოდნენ, არ შეიძლება. ამას ვამბობ, როგორც უმაღლეს დონეზე მოასპარეზე პროფესიონალი ფეხბურთელი. ასეთი ქცევა იმის ნიშანია, რომ წარმატებას მხოლოდ ერთხელ მიაღწევ და იმავეს ვერ გაიმეორებ. ასე ჩემპიონი ვერ გახდები“.
შეგახსენებთ, რომ „ალბისელესტეს“ ჩემპიონობის შემდეგ, გულშემატკივართა განრისხება ემილიანო მარტინესის ქმედებებმა განაპირობა. ეს უკანასკნელი სოციალურ ქსელებში ბევრჯერ გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ჩემპიონი ასე არ უნდა იქცეოდეს.