ჰანოვერი, დინამო თბილისი
Aa
Aa

დინამოს მარცხი აუტსაიდერთან - ჰანოვერმა პირველი მატჩი მოიგო

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში თბილისის „დინამომ“ „ჰანოვერს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 11:14 დამარცხდა. ქართული კლუბი პრესტიჟულ ტურნირზე კვლავ მოგების გარეშეა.

სტანოევიჩის შეგირდებმა მატჩი ცუდად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 0:3 დათმეს. „ჰანოვერის“ დაცვა და მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო. ამის შემდეგ კი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

დარჩენილ 3 პერიოდში საყაიმო შედეგი მივიღეთ - 5:5, 2:2 და 4:4. აღსანიშნავია, რომ „ჰანოვერმა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ცნობისთვის, „დინამოდან“ გოლები ვლაჰოვიჩმა(2), სარიჩმა(2), მაგრაქველიძემ(2), ძიხწიარენკამ(2), იმნაიშვილმა, ახვლედიანმა და პიესიცავმა გაიტანეს. შემდეგ ტურში თბილისური გუნდი „პრო რეჩოს“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 7 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ამის გამო ვერ დავიმატეთ“ - პოლიკანომ ძველი ამბავი გაიხსენა
„ხვიჩა ამის გამო ვერ დავიმატეთ“ - პოლიკანომ ძველი ამბავი გაიხსენა