უეფა-ს სუპერ თასი ყაზანში აღარ ჩატარდება
Aa
Aa

უეფა-ს სუპერ თასი ყაზანში აღარ ჩატარდება

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულ გუნდებს შესაძლოა UEFA-სგან შეზღუდვები მოეხსნას. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ფეხბურთის მმართველი ორგანო გააკრიტიკეს.

ავტორიტეტული გამოცემა Sky News ახალ და საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს. ცნობილი გახდა, რომ რუსულ კლუბებს აკრძალვა არ მოეხსნებათ. მეტიც, 2023 წლის უეფა-ს სუპერ თასი ყაზანში უნდა ჩატარებულიყო და რუსულმა მხარემ ამის უფლებაც დაკარგა. ამ დროისთვის, უეფა ახალი ქვეყნის და სტადიონის მოძიებაშია.

წყაროს ცნობით, იქამდე, სანამ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში საომარ ქმედებებს არ შეწყვეტს, ფეხბურთის მმართველი ორგანოები რუსულ ნაკრებებს და კლუბებს არაფრის უფლებას არ მისცემენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან რუსეთის ნაკრები მოიკვეთა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის ლიგაზე და კონფერენს ლიგაზე აბსოლუტურად ყველა რუსულ კლუბს აეკრძალა გამოსვლა. ასევე, გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საბოლოოდ პარიზში ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის მთავარი სიურპრიზი ლობოტკაა“ - ინსინიეს ინტერვიუ
„ნაპოლის მთავარი სიურპრიზი ლობოტკაა“ - ინსინიეს ინტერვიუ