დანი ალვეში
Aa
Aa

სამი სხვადასხვა შინაარსის ჩვენება მისცა - ალვეში დაბნეულია

დანი ალვეში გაუპატიურების საქმეზე ჩვენებების მიცემისას დაბნეულია. ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს.

23 წლის გოგონა ფეხბურთელს ბარსელონას ღამის კლუბის აბაზანაში გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

ალვეში აღიარებს, რომ კლუბში იყო, მაგრამ ამტკიცებს, რომ იქ მხოლოდ მცირე ხნით იყო და სექსუალურ ძალადობას უარყოფს. ამასთან, ეს ვერსია, მოსამართლის თქმით,  პოლიციის მიერ შეგროვებულ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება.

ბრაზილიური TV3-ის ცნობით, ალვეშმა გამოძიებას ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება სამჯერ მისცა. თავიდან თქვა, რომ არ იცნობდა გოგონას, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, შემდეგ თქვა, რომ ნანახი ჰყავდა, მაგრამ არაფერი მომხდარა. შემდეგ მან თქვა, რომ თავს მას სწორედ ის დაესხა.

გარდა ამისა, რეგიონული ტელევიზიის ცნობით, ალვეში სასამართლოში თავდაჯერებულად იქცეოდა და თვლიდა, რომ არ დაისჯებოდა.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშს შეიძლება 4-დან 12 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრაზილიელ ფეხბურთელს გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნობენ.

პარასკევს ბრაზილიელი გირაოს გარეშე დააკავეს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ალვეშს საკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდა იმისთვის, რომ მიმალულიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მხოლოდ ბედისწერას შეუძლია ამ ამბის ახსნა“ - მე როდრიგო ვარ
“მხოლოდ ბედისწერას შეუძლია ამ ამბის ახსნა“ - მე როდრიგო ვარ