რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები შესაძლოა ევროტურნირებზე დაბრუნდნენ
Aa
Aa

რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები შესაძლოა ევროტურნირებზე დაბრუნდნენ

რუსეთის საფეხბურთო ნაკრებსა და რუსულ კლუბებს შესაძლოა, ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება დაუბრუნონ. 24 იანვარს, რუსეთის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლები უეფას შეხვდებიან და ამ საკითხზე იმსჯელებენ.

„24 იანვარს, უეფას ოფისში დაგეგმილია შეხვედრა, რომელსაც რუსეთის საფეხბურთო კავშირისა და უეფას წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე განიხილება რუსული კლუბებისა და ნაკრებების საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნება“, - ნათქვამი რუსეთის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებები და რუსული კლუბები საფეხბურთო ტურნირებიდან 28 თებერვალს მოკვეთეს. ფიფამ და უეფამ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინასთან დაწყებული ომის გამო მიიღეს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ ინფორმაციას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და უეფას კატეგორიულად მოუწოდა, რუსული კლუბები თავის ტურნირებზე არ დააბრუნოს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შონ ომალი: „იანი უკეთესი მებრძოლია, მაგრამ მერაბს შეუძლია, მოსაწყენ სტილში მოიგოს“
შონ ომალი: „იანი უკეთესი მებრძოლია, მაგრამ მერაბს შეუძლია, მოსაწყენ სტილში მოიგოს“