დანი ალვეში
Aa
Aa

რატომ დააკავეს დანი ალვეში - 23 წლის გოგონამ დუმილი დაარღვია

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, დანი ალვეში სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ მისი მსხვერპლი, რომელიც 23 წლის გოგონაა, სასამართლოს წინაშე წარდგა და მომხდარზე დეტალურად ისაუბრა.

მისი თქმით, იგი ბარსელონაში მდებარე ღამის კლუბ Sutton-ს 30 დეკემბერს, ღამის 2 საათზე, 2 მეგობარ გოგონასთან ერთად ესტუმრა. ცეკვისას მათთან მექსიკელი მამაკაცები მივიდნენ და ვიპ-ზონაში დაპატიჟეს, რაზეც თანხმობა მიიღეს. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთი იყო გასული, როცა მათთან Sutton-ში მომუშავე ოფიციანტი მივიდა, რომელმაც განუცხადა, რომ ერთ კლიენტს მათი დაპატიჟება სურდა. გოგონებმა უარი თქვეს, თუმცა აღნიშნული კლიენტი არ გაჩერებულა და ოფიციანტს დაბრუნება მოუწია. მან გოგონებს უთხრა, რომ კლიენტი მისი მეგობარი იყო და საბოლოოდ, ისინი მასთან მისვლაზე დაითანხმა.

გოგონები აღმოჩნდნენ მაგიდასთან, რომელთანაც 2 მამაკაცი და ამდენივე ქალბატონი იმყოფებოდა. ქალბატონები გოგონების გამოჩენისთანავე წავიდნენ და მაგიდასთან დანი ალვეში და მისი მეგობარი დარჩნენ. ბრაზილიელმა თავი, როგორც „დანი“ ისე წარადგინა, თუმცა მექსიკელმა მამაკაცებმა იგი იცნეს და გოგონებს შეატყობინეს, საქმე ვისთან ჰქონდათ. ალვეშმა მათთან ფლირტი დაიწყო და სხვადასხვა ადგილას ეხებოდა. ერთ მომენტში, იგი ადგა, მსხვერპლის უკან დადგა, პორტუგალიურად რაღაც უთხრა, ხელში ძლიერად ჩაავლო და აიძულა, მის სასქესო ორგანოს შეხებოდა. ალვეშმა ეს ქმედება გაიმეორა, შემდეგ კი გოგონას კარისკენ მიუთითა და მოუწოდა, გაჰყოლოდა. ისინი საპირფარეშოში აღმოჩნდნენ და გოგონა ირწმუნება, რომ როგორც კი მიხვდა, სად შეიყვანეს, ადგილის დატოვება მოისურვა, მაგრამ ალვეშმა კარი ჩაკეტა და ამის საშუალება არ მისცა.

გოგონას მიხედვით, ალვეში უნიტაზზე დაჯდა, კაბა შემოახია, სთხოვა, ეთქვა, რომ ის მისი „პატარა ძუკნაა“ და აიძულა, მასზე დამჯდარიყო. შემდეგ გოგონა იატაკზე დააგდო და აიძულა, მასთან ორალური სექსი ჰქონოდა, რაზეც წინააღმდეგობა გაუწიეს. ამის შემდეგ, ბრაზილიელმა მას დაარტყა და გააუპატიურა. ალვეშის მსხვერპლი ამტკიცებს, რომ კლუბის დატოვებისას, იგი ტიროდა და Sutton-ის თანამშრომლებმა სწორედ ამიტომ ჰკითხეს, საქმე რაში იყო. მოგვიანებით, იგი ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს, დახმარება აღმოუჩინეს და პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს.

მომხდარიდან ორი დღის შემდეგ, გოგონამ პოლიციას მიმართა და მომხდარის შესახებ უამბო. მან სამართალდამცველებს სამედიცინო დასკვნა და კაბა გადასცა, რომელიც იმ საღამოს ეცვა. პოლიციამ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, ალვეში კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა სალერნოში არ ითამაშებს - სპალეტიმ ქართველზე ისაუბრა
ხვიჩა სალერნოში არ ითამაშებს - სპალეტიმ ქართველზე ისაუბრა