ევროპის ჩემპიონატის მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატის მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო

2023 წელს საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. ევრო 2023 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალური მატჩი ბათუმი არენაზე შედგება.

ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის თქვენი ჩართულობა აუცილებელია. თუ გაქვს სურვილი მონაწილეობა მიიღო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ორგანიზებაში, ფლობ ინგლისურ ენას და მზად ხარ გახდე საინტერესო გუნდის წევრი, შეავსე მოხალისეთა აპლიკაცია

სასურველი ლოკაცია და საქმიანობის სფერო შეგიძლიათ თავად აირჩიოთ:

მარკეტინგი

ღონისძიებების მართვა

მედია

ბილეთების ადმინისტრირება

სხვა საინტერესო მიმართულებები

რას გთავაზობთ პროექტში ჩართვით:

უეფასა და სფფ-ის საერთაშორისო სერტიფიკატს

კვებასა და ტრანსპორტირებას

ტურნირის ბრენდირებულ აქსესუარებს

დახურვის ღონისძიებას

უნიკალურ შესაძლებლობას გახდეთ საერთაშორისო ჩემპიონატის მრავალფეროვანი გუნდის წევრი

გამოცდილებას და დაუვიწყარ საფეხბურთო თავგადასავალს

პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას

მეგობრებისა და კონტაქტების შეძენას

შემოუერთდი ჩვენ გუნდს და შეიტანე საკუთარი წვლილი ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში! დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: [email protected]

ევროპის ჩემპიონატის მატჩების კალენდარი

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
U21, ევროპის ჩემპიონატი | საფარი 15 სტადიონზე შეიცვლება, რაშიც 12,1 მლნ დაიხარჯება
U21, ევროპის ჩემპიონატი | საფარი 15 სტადიონზე შეიცვლება, რაშიც 12,1 მლნ დაიხარჯება