ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

ჯოჯუა: „მერაბი ფავორიტია, როგორც ჩანს, იანი ჩამოწერეს“

ქართველმა მებრძოლმა, ლიანა ჯოჯუამ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე ისაუბრა, რომელიც თბილისის დროით, 12 მარტს გაიმართება. „მგელმა“ ინტერვიუ Sport-express-ს მისცა და განაცხადა, რომ „მანქანა“ გამოკვეთილი ფავორიტია.

„როგორც ჩანს, პიოტრი ჩამოწერეს. მგონია, რომ მის მენეჯერებს უფრო მეტი უნდა ემუშავათ, რათა მისთვის შედარებით კომფორტული მეტოქე ეპოვათ. მას ზედიზედ 2 წაგება აქვს და მისი მენეჯერების ადგილას, ვიმუშავებდი, რათა პიოტრი წარმატებულ სერიას დაბრუნებოდა მეტოქეების წინააღმდეგ, რომლებთანაც თავს კარგად წარმოაჩენდა. აშკარაა, რომ ახლა მისთვის მერაბთან საჩხუბრად კარგი დრო არაა. არ მინდა, რომ იანი ჩამოწერილი იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, ასეა“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ლეგენდარული ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა და წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ამ წუთისთვის, მესამეა.

იანს რაც შეეხება, რუსმა ბოლოს შონ ომალის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ბევრი ქომაგის აზრით, მოგება მას ეკუთვნოდა. რუს მებრძოლს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 მოგება და 4 მარცხია. იანმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 დათმო და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-2 ადგილი სწორედ მას უკავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იანი ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებს“ - რუსი მებრძოლების პროგნოზი
„იანი ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებს“ - რუსი მებრძოლების პროგნოზი