მარკ ბარტრა
Aa
Aa

მარკ ბარტრამ დაბადების დღე ბათუმში აღნიშნა

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკ ბარტრამ, რომელიც ამჟამად „ტრაბზონსპორში“ თამაშობს, დაბადების დღე ბათუმში აღნიშნა.

ესპანელმა ფეხბურთელს, 15 იანვარს 32 წელი შეუსრულდა, ცოტა ხნის წინ კი ფეხბურთელმა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკურორტო ქალაქიდან სოციალურ ქსელში ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა, რომლის შემდეგაც გავიგეთ, რომ ბარტრა დაბადების დღის კვირეულს ბათუმში აღნიშნავს. ცნობილი ფეხბურთელი ბათუმში თავის მეუღლესთან ერთად იმყოფება.

View this post on Instagram

A post shared by Marc Bartra (@marcbartra)

მარკ ბარტრა სხვადასხვა წლების განმავლობაში „ბარსელონაში“, „ბეტისში“ და „ბორუსია დორტმუნდში“ თამაშობდა, „ტრაბზონსპორს“ კი მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა. 32 წლის ფეხბურთელმა „ბლაუგრანას“ მაისურით 103 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 6-6 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გავის საოცარი პერფორმანსი - ბარსელონა სუპერ თასის გამარჯვებულია
გავის საოცარი პერფორმანსი - ბარსელონა სუპერ თასის გამარჯვებულია