რეალი, ბარსელონა, რონალდინიო
Aa
Aa

“სწორ გზაზე ვართ“ - რონალდინიო ბარსელონაზე

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში კატალონიის „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ 3:1 დაამარცხა. ჩავი ერნანდესმა კი  „ბლაუგრანაში“ დანიშვნის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ბარსელონამ“ ლიონელ მესის წასვლის შემდეგ ტიტული პირველად მოიგო. ამ გამარჯვებას კი კატალონიელთა ლეგენდარული ყოფილი მოთამაშე რონალდინიო გამოეხმაურა, რომელმაც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი დადო.

რას წერს რონალდინიო?

„ვულოცავ „ბარსელონას“ მშვენიერ შედეგს. ასევე ვულოცავ ხელმძღვანელობას და ჩემს მეგობარს ჩავი ერნანდესს. ჩვენ სწორ გზაზე ვართ“

შეგახსენებთ, რომ ბარსას მხრიდან გოლები გავიმ, ლევანდოვსკიმ და პედრიმ გაიტანეს. მადრიდელთა მხრიდან კი თავი კარიმ ბენზემამ გამოიჩინა.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერი და ბარსელონა კორეას და დეპაის არ გაცვლიან
ინტერი და ბარსელონა კორეას და დეპაის არ გაცვლიან