გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

ბეჟანიშვილმა ძირითადში დაიწყო - 8 ქულა და 4 მოხსნა მეტოქის ფარზე

ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი ბეჟანიშვილმა NBA-ის განვითარების ლიგაში იასპარეზა. მისი გუნდი, „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსი“ „ქეფითალ სითი გოუ-გოუს“ დაუპირისპირდა და 104:111 დამარცხდა, ბეჟანიშვილმა კი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

გიორგიმ პარკეტზე 28 წუთი გაატარა და აქტივში 8 ქულა, 5 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე) 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 ბურთი ჩააგდო, 1 დაკარგვა ჰქონდა და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

გიორგის გუნდში ყველაზე მეტი, 23 ქულა ტაირიზ მარტინს ჰქონდა. ბრენდონ უილიამსმა 19 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. არმონი ბრუქსი 16 ქულას დასჯერდა. კრის სილვამ 15 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ხოლო ლენგსტონ გალოუეიმ 11 ქულა გაიფორმა.

ცნობისთვის, ბეჟანიშვილის გუნდს 2 მოგება და 5 წაგება აქვს. „კოლეჯ პარკი“ მომდევნო შეხვედრას 20 იანვარს გამართავს და „უინდი სითი ბულსს“ დაუპირისპირდება, რომლის ანგარიშზეც 3 მოგება და 6 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვის შევადარებდი ხვიჩას?“ - რას პასუხობს სიომინი
„ვის შევადარებდი ხვიჩას?“ - რას პასუხობს სიომინი