ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი, მოსკოვის ლოკომოტივი
Aa
Aa

„ვის შევადარებდი ხვიჩას?“ - რას პასუხობს სიომინი

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იური სიომინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ თავისი კარიერის განმავლობაში ვისთანაც უმუშავია, ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.

რას ამბობს სიომინი:

ვის შევადარებდი ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭით, ვისთანაც მიმუშავია? ალბათ მარატ იზმაილოვს, მაგრამ მან მაინც ვერ მიაღწია ისეთ დონეს, როგორსაც ხვიჩამ, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე. იზმაილოვი ნიჭიერი იყო, მაგრამ ხვიჩას ბუნებრივი თვისებები გაცილებით ძლიერია. იყო თუ არა ჩემს კარიერაში ხვიჩასთან შესადარებელი ფეხბურთელი? არა!

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2018-2019 წლებში თამაშობდა და გუნდის მაისური მხოლოდ 10 შეხვედრაში მოირგო და თავი 1 გოლით გამოიჩინა.

ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან ყველა ტურნირზე 20 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„2021 წელს ბაიერნს კვარას ყიდვა შეეძლო“ - რას წერს გერმანული სააგენტო
„2021 წელს ბაიერნს კვარას ყიდვა შეეძლო“ - რას წერს გერმანული სააგენტო