ხვიჩა კვარაცხელია, ალექსანდრ მოსტოვოი
Aa
Aa

„დადასტურდა, რაც 2 წლის წინ ვთქვი - ხვიჩა ევროპული დონის ვარსკვლავი გახდა“

ალექსანდრ მოსტოვოიმ, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები ესპანეთის ჩემპიონატში ვიგოს „სელტაში“ გაატარა, რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

„ხვიჩა ბრწყინვალეა. რაც 2 წლის წინ ვთქვი, დადასტურდა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვიჩა ევროპული დონის ვარსკვლავი გახდა. საბოლოოდ, ჩვენ შეიძლება ვნახოთ „ნაპოლი“, რომელიც სეზონს ჩემპიონობით დაასრულებს“.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, როცა ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადავიდა, მოსტოვოიმ შემდეგი თქვა: „ ვფიქრობ, ხვიჩა სერია ა-ში თამაშს შეძლებს, თუ ადაპტაციის შესაძლებლობა ექნება. ის ნებისმიერი იტალიური კლუბისთვის სასარგებლო მოთამაშე გახდება. მას ამისთვის საჭირო თვისებები აქვს: სისწრაფე, დრიბლინგი...“.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ შინ „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, პირველი გოლის მომენტში მისი დარტყმა აკრობატულ ნახტომში მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიომინი: „ხვიჩას წასვლით ლოკომოტივმა 10 მილიონი დაკარგა“
სიომინი: „ხვიჩას წასვლით ლოკომოტივმა 10 მილიონი დაკარგა“