პოლ სქოულზი
Aa
Aa

სქოულზი: იუნაიტედი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, არტეტას გამოცდილება არ ეყოფა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა, მისი გუნდის პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა.

„ჩვენ უკვე ვიცით, რომ მანჩესტერ იუნაიტედს შეუძლია ზეწოლის ქვეშ დაამარცხოს უმაღლესი დონის გუნდი. მას საკუთარი თავისთვის ამის დამტკიცება სჭირდებოდა. მე მკითხეს, არის თუ არა ჩაბმული იუნაიტედი ტიტულისთვის ბრძოლაში. ახლა, ვფიქრობ, რომ ეს უნდა ვაღიაროთ.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჯანმრთელი იყოს. მანჩესტერ იუნაიტედი სიტის ერთი ქულით ჩამორჩება, რომელიც ჩემი აზრით, ლიგაში მაინც საუკეთესო გუნდია. კარგია, რომ გუნდი ახლა იგებს, მაგრამ მარტსა და აპრილში ასეთი მატჩების მოგება გაცილებით რთულია.

არსენალი ძალიან კარგად მუშაობს, ნამდვილად კარგი გუნდია, მაგრამ ტრავმებს მათთვის ყველაფრის გაფუჭება შეუძლია. არტეტას კი გამოცდილება აკლია, რომ ტიტული მოიგოს“.

- ციტირებს სქოულზის სიტყვებს BT Sport-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პერესი მზადაა სიგიჟე ჩაიდინოს“ - რეალი კვარას და ოსიმენს უმიზნებს
„პერესი მზადაა სიგიჟე ჩაიდინოს“ - რეალი კვარას და ოსიმენს უმიზნებს