მანჩესტერ იუნაიტედი, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“პრემიერ ლიგის მოგება არ შეგვიძლია“ - პეპი იუნაიტედთან მარცხის შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მანჩესტერული დერბი გაიმართა. „იუნაიტედმა“ „სიტის“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა პეპმა?

„რაშფორდი თამაშგარეში იყო, ბრუნო არა. ეს არაფერს ნიშნავს? არ ჩარეულა მარკუსი ეპიზოდში? მან ჩვენი მეკარის და მცველების ყურადღება გადაიტანა. ეს წესი.. წესები არ ვიცი, მაგრამ ვიცი სად ვთამაშობდით, ამით ყველაფერი ნათქვამია. მსაჯს ამაზე კითხვა დავუსვი, მაგრამ პასუხი არ გამცა.

პრემიერ ლიგა და კარაბაოს თასი არ მანაღვლებს. ახლა ამის მოგება არ შეგვიძლია, მაგრამ არაუშავს, ბოლო წლებში ბევრჯერ მოვიგეთ. ჩვენ გაცილებით მეტი გვსურს და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა ისაა, თუ როგორ ვითამაშეთ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, მაგრამ..."

შეგახსენებთ, რომ ბრუნო ფერნანდეშის მიერ გატანილ გოლს დიდი გამოხმაურება მოყვა. ბევრი თვლის, რომ რაშფორდი მომენტზე გავლენას ახდენდა და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ საბოლოოდ ჩაითვალა და „იუნაიტედმა“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალი VS ბარსელონა - მატჩის წინ
რეალი VS ბარსელონა - მატჩის წინ