ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ყველა ასპექტში ძლიერი ფეხბურთელია“ - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა და ქართველმა ფეხბურთელმა „პარტენოპეის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელთა თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ „კვარაზე“ ისაუბრა და მას ჰკითხეს, თუ რა სიმაღლის დაპყრობა შეუძლია ხვიჩას.

„კვარაცხელიას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მსგავსი ტექნიკა აქვს. ხვიჩასთვის ბურთის ართმევა რთულია, ის თავისუფალ სივრცეებს კარგად იყენებს, გოლის ალღო აქვს და როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფეხით ყოველთვის ახერხებს, რომ მეკარეებისთვის რთული კუთხით დაარტყას.

ხვიჩა ყველა ასპექტში ძლიერი ფეხბურთელია. კვარაცხელია სწრაფია და გამძლეობით გამოირჩევა. მოთამაშეებს, რომლებიც შეტევაში მაღალ დონეზე ასპარეზობენ, ვარდნების განხორციელება და დაცვაში თამაში არ უყვართ, მაგრამ კვარაცხელია მათგან განსხვავდება“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსთან“ შეხვედრაში ხვიჩამ მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, პირველი გოლის მომენტში კი, მისი დარტყმა შესნიმ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები