სახელფასო ლიმიტის გაზრდა - ბარსელონამ ლა ლიგას უჩივლა
Aa
Aa

სახელფასო ლიმიტის გაზრდა - ბარსელონამ ლა ლიგას უჩივლა

„ბარსელონამ" ლა ლიგის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

ლა ლიგამ „ბარსელონას“ ხელფასების 15%-ით გაზრდის საშუალება არ მისცა. სხვა კლუბებმა, რომლებმაც CVC Capital Partners-თან გარიგებას დათანხმდნენ, მათ ამის საშუალება მიეცათ, მაგრამ „ბარსას“ არა. აქედან გამომდინარე, კატალონიელები თავს დაჩაგრულად გრძნობენ და თვლიან, რომ სხვებთან შედარებით არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.

2021 წელს ლა ლიგის და სეგუნდას 38-მა კლუბმა CVC Capital Partners-თან გარიგებას მხარი დაუჭირა.

გარიგების პირობების მიხედვით, კლუბების მიერ კომპანიისგან ყოველ სეზონზე მიღებული თანხების 70% ინფრასტრუქტურაში უნდა ჩაიდოს. კიდევ 15% მოხმარდება დავალიანების დაფარვას, ხოლო შემოსავლის დარჩენილი 15%-ის გამოყენება კლუბებს სახელფასო ლიმიტის გაზრდისთვის შეეძლებათ. გარიგებაზე უარი მადრიდის „რეალმა“, „ბარსელონამ“, „ატლეტიკომ“ და „იბიცამ“ თქვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი ფინალში გასვლის შემდეგ: ტერ შტეგენი ტორტზე მოთავსებული ალუბალივითაა
ჩავი ფინალში გასვლის შემდეგ: ტერ შტეგენი ტორტზე მოთავსებული ალუბალივითაა