გოგა ბითაძე
Aa
Aa

ინდიანა გოგას ცვლის? - პეისერსი მზადაა, ბითაძეს ახალი გუნდი მოუძებნოს

Yahoo Sports-ის ჟურნალისტმა, ჯეიკ ფიშერმა „ინდიანა პეისერსის“ სამომავლო გეგმებზე დაწერა და კალათბურთელებზე ისაუბრა, რომლებმაც შესაძლოა, ტრეიდებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვამდე, გუნდი დატოვონ. ერთ-ერთი გოგა ბითაძეა და არის შანსი, ქართველი ახალგაზრდა სხვა გუნდის მაისურით ვიხილოთ.

ფიშერის ცნობით, ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე კალათბურთელთა გაცვლის ყველაზე დიდი ალბათობა გოგასთან მიმართებით გვაქვს. თუ ვარიანტი გამოჩნდა, „პეისერსი“ მზადაა, ბითაძის წარმომადგენლებთან ერთად იმუშაოს, რათა გოგას ახალი გუნდი უპოვოს.

შეგახსენებთ, რომ „პეისერსის“ რიგებში ქართველს მცირე სათამაშო დრო ეძლევა. მან „ინდიანას“ რიგებში ბოლოს 12 იანვარს ითამაშა და „ნიუ იორკის“ წინააღმდეგ 5 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 3-დან 2 ბურთი ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

მიმდინარე რეგულარულში გოგა პარკეტზე საშუალოდ 8:43 წუთს ატარებს, მისი სტატისტიკა კი ასეთია - 3.2 ქულა, 2 მოხსნა, 0.4 ასისტი, 0.2 ჩაჭრა, 0.7 დაფარება. მის გუნდს რაც შეეხება, „პეისერსს“ 23 მოგება და 19 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ ერთი სუსტი წერტილი აქვს“ – El Desmarque და Relevo მამარდას აქებენ
„მხოლოდ ერთი სუსტი წერტილი აქვს“ – El Desmarque და Relevo მამარდას აქებენ