ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუს მსურველი გამოუჩნდა - მისი გადაბირება ისრაელის 5-გზის ჩემპიონს სურს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა, კარიერა ისრაელის ჩემპიონატში გააგრძელოს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ზივზივაძის საკუთარ რიგებში ხილვა ისრაელის 5-გზის ჩემპიონს, „ჰაპოელ ბეერ შევას“ სურს.

ამ ცნობებს რამდენიმე უნგრული გამოცემაც ადასტურებს. Nemzeti Sport-ი კლუბთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ჰაპოელ ბეერ შევას“ მიზანია, ბუდუ რაც შეიძლება, სწრაფად გაიფორმოს და „მოლ ფეჰერვარს“ მალე დაუკავშირდება.

Nemzeti Sport-ის მიხედვით, საუბარი იჯარაზე მიდის, რომლის დასრულების შემდეგაც, „ჰაპოელ ბეერ შევას“ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. უნგრული გამოცემა იმასაც ამბობს, რომ კლუბებს შორის შეთანხმების მიღწევა რთული არ იქნება და ბუდუ ისრაელში მომდევნო დღეებში გაფრინდება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს.

როგორც მოგეხსენებათ, „მოლ ფეჰერვარმა“ ზივზივაძის გაშვება „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გადაწყვიტა. ბუდუს ქმედებებმა „მოლ ფეჰერვარის“ გულშემატკივრები განარისხა. ქართველმა თავდამსხმელმა „უიპეშტის“ ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, შემდეგ მათი სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა და ბოლოს სტუმართა ქომაგებს ხელიც დაუქნია, სტადიონის დატოვებისას კი „უიპეშტის“ მაისური ეცვა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი გიგანტი“ - Marca მამარდას თამაშს აფასებს
„ქართველი გიგანტი“ - Marca მამარდას თამაშს აფასებს