კრიშტიანუ რონალდუ, ჟუნინიო პერნამბუკანო, რუდი გარსია
Aa
Aa

„ის ყველაზე საშინელი ადამიანია“ - ჟუნინიო კრიშტიანუს მწვრთნელზე

„ლიონის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჟუნინიომ კრიშტიანუ რონალდუს ახალ მთავარ მწვრთნელზე, „ალ-ნასრის“ დამრიგებელზე, რუდი გარსიაზე ისაუბრა. ბრაზილიელთან ინტერვიუს ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა Maisfutebol ავრცელებს:

„კარგად დავფიქრდი რუდი გარსიაზე მესაუბრა თუ არა, რადგან მისი სახელის ხსენებაც კი უარყოფით განწყობაზე მაყენებს, თუმცა რადგან კრიშტიანუს მთავარი მწვრთნელია და მას პატივს ვცემ, გარსიაზე საუბარი გადავწყვიტე.

ცივი და არასაიმედო პიროვნებაა, მას ვერ ენდობი. ამის გამო, ის კლუბში დასაქმებულებსა და ტექნიკურ პერსონალს შიშს შთააგონებს, ასეთ გარემოს ქმნის. რუდი გარსიასთან მუშაობა ჩემთვის საშინელი იყო. ის ყველაზე ცუდი ადამიანია, ვინც კი ფეხბურთში მინახავს.

მას შეუძლია რონალდუ საუზმე გაუკეთოს და საწოლში მიართვას. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ კრიშტიანუს მეგობარი გახდეს. რონალდუსთან მეგობრობა მისი ოცნებაა.

რუდი გარსიას არ ადარდებს გუნდის წარმატება და გასახდელში არსებული გუნდური ჰარმონია. ის პატივს მხოლოდ იმ ადამიანებს სცემს, რომლებსაც ძალაუფლება გააჩნიათ და მათგან სარგებელს ელოდება.

მას გუნდის წარმატება არ ადარდებს, მთავარია ყურადღების ცენტრში იყოს“.

ჟუნინიო პერნამბუკანო 2001-09 წლებში „ლიონში“ თამაშობდა, საფრანგეთის ლიგა 1 შვიდჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა. მის თამაშში განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმები იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: ტუხელი ხავის შეცვლის მთავარი კანდიდატია
იტალიური მედია: ტუხელი ხავის შეცვლის მთავარი კანდიდატია