ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„შესაძლოა, სამპდორიასთან სათადარიგოთა სკამზე იჯდეს“ - გაძეტა ხვიჩაზე

„გაძეტას“ ინფორმაციით, ლუჩანო სპალეტიმ „სამპდორიასთან“ ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა სასტარტოში არ დააყენოს. წყაროს ცნობით, შესაძლოა ხვიჩა თამაშში დასკვნით ნახევარ საათში ჩაერთოს, დაღლილ ოპონენტებზე უპირატესობა მოიპოვოს და გუნდის თამაშს არაპროგნოზირებადობა შესძინოს.

მილანის „ინტერთან“ წაგებულ თამაშში ხვიჩას წინააღმდეგ ხისტად თამაშობდნენ, რაც მაღალი დონის მცველების მხრიდან ძალიან დამახასიათებელია. ხვიჩას მეტოქის მცველების ხისტ თამაშთან გამკლავება ძალიან გაუჭირდა, თუმცა ზოგადად „ნაპოლიმ“ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, დაცვასა თუ შეტევაში სიმონე ინძაგის გუნდმა „ნაპოლის“ აჯობა.

გუშინდელ ვარჯიშში ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ტრავმა კარლო ალვინომ გამორიცხა. „ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის ჟურნალისტმა დაწერა:

„ჩვენ შედარებით მშვიდად ვართ. კვარაცხელიას ვარჯიში ინტერთან მიღებული დარტყმების (ბევრი და დაუსჯელად დარჩენილი) გამო არ გამოუტოვებია. საქმე ისაა, რომ დღეს არ უნდა ევარჯიშათ ფეხბურთელებს, რომლებმაც გუშინ ითამაშეს. მერეტსაც არ უვარჯიშია და ფიქრობთ, რომ მასაც კოჭებში ურტყეს?“

ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. მისი გუნდის მომდევნო მეტოქე „სამპდორიაა“ და ეს დაპირისპირება კვირას, თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს კატასტროფა არაა“ - არიგო საკიმ ხვიჩასა და ნაპოლიზე ისაუბრა
„ეს კატასტროფა არაა“ - არიგო საკიმ ხვიჩასა და ნაპოლიზე ისაუბრა