ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რატომ არ ივარჯიშა კვარამ? - კარლო ალვინომ ნაპოლის ქომაგები დაამშვიდა

კარლო ალვინო „ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის ჟურნალისტია. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრები მას კარგად იცნობენ და „პარტენოპეის“ წინასასეზონო მატჩების კომენტატორი სწორედ ალვინო გახლდათ. რამდენიმე წუთის წინ, იგი იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „კვარამ“ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა.

„ჩვენ შედარებით მშვიდად ვართ. კვარაცხელიას ვარჯიში ინტერთან მიღებული დარტყმების (ბევრი და დაუსჯელად დარჩენილი) გამო არ გამოუტოვებია. საქმე ისაა, რომ დღეს არ უნდა ევარჯიშათ ფეხბურთელებს, რომლებმაც გუშინ ითამაშეს. მერეტსაც არ უვარჯიშია და ფიქრობთ, რომ მასაც კოჭებში ურტყეს?“

ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. მისი გუნდის მომდევნო მეტოქე „სამპდორიაა“ და ეს დაპირისპირება კვირას, თბილისის დროით, 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები