„ხვიჩას წარმატება მეც დიდ მოტივაციას მაძლევს“ - ზურიკო ფრანგულ მედიას ესაუბრა
 
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ბორდოს“ შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა „რენისთან“ მატჩამდე 2 დღით ადრე თავის ამჟამინდელ კლუბში გატარებულ პერიოდსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
პირველი 5 თვე ბორდოში: კლუბს ძალიან კარგად მოვერგე, ამაში ფეხბურთელებიც დამეხმარნენ. ვიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შემიძლია, რომ გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურებაში დავეხმარო.
განსხვავება საფრანგეთის ლიგა 2-სა და რუსეთის პრემიერ ლიგას შორის: როცა აქ მოვხვდი, არ ვიცი რა მელოდა. შეტევაში თამაში ოდნავ სწრაფად მიდის, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატთან შედარებით, დიდ სხვაობას ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, რომ ლიგა 1-საც გავიცნობ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ „სოშოს“ წინააღმდეგ ჩემი თამაში არ ასახავს ჩემს რეალურ დონეს და ვფიქრობ, რომ ფეხბურთელმა თამაშიდან თამაშამდე ყოველთვის უნდა გააუმჯობესოს საკუთარი თავი.
„რენისთან“ მოახლოებული შეხვედრა: „რენის“ თამაშებს ვუყურე და შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის გუნდი, რომელიც თამაშობს ტაქტიკურად გამართულ და სწრაფ ფეხბურთს. ვფიქრობ, შეგვიძლია ამ გუნდთან გამკლავება.
სანიოლის როლი ტრანსფერში: ვილი სანიოლი „ბორდოში“ ტრანსფერში ძალიან დამეხმარა. მან ბევრი რჩევა მომცა და ადაპტაციაშიც დამეხმარა. მასთან კომუნიკაცია ხშირად მაქვს ტელეფონით, გარეთ არ მინახავს (სანიოლი საფრანგეთში ბორდოს რეგიონში ცხოვრობს).
თანაგუნდელებთან კომუნიკაცია: გუნდელებს ინგლისურად ვესაუბრები, თუმცა ფრანგულსაც ვსწავლობ. როგორც გითხარით, აქ საკმაოდ სწრაფად დავიმკვიდრე საკუთარი თავი.
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ: ხვიჩასთან ბავშვობიდან ვმეგობრობ და ცხადია, „ნაპოლიში“ მისი წარმატება დიდ მოტივაციას მაძლევს. მეც იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს მსგავს დონეზე ვითამაშებ. ამისთვის ყოველდღე ვმუშაობ, მაგრამ ახლა მთავარი მიზანი „ბორდოსთან“ ერთად წარმატების მიღწევა და ლიგა 1-ში დაბრუნებაა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, ბათუმის „დინამოსგან“ შეუერთდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი 31 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და პირველადგილოსან „ლე ავრეს“ 5 ქულით ჩამორჩება.